ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ნაწილი ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ. 

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილზე დეტალების დასაზუსტებლად მიემართება.