არ ღირს ამაზე კომენტირება, სხვადასხვა არაღიარებული წარმონაქმნები სხვადასხვა სიებს წარმოადგენენ

არ ღირს ამაზე კომენტირება, სხვადასხვა არაღიარებული წარმონაქმნები სხვადასხვა სიებს წარმოადგენენ

სხვადასხვა სიებს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თვლის, რომ „ხიშბა–სიგუას“ სიაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. 

„არ ვფიქრობ, რომ ღირს ამაზე კომენტირება, გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები, სხვადასხვა არაღიარებული წარმონაქმნები სხვადასხვა სიებს წარმოადგენენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სია, რომელზეც ვმუშაობთ. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველი შედეგებიც არის, ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც მკაფიო მითითება არის და დავალება ევროკავშირის წევრების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი სანქციები ამ სიაში მოცემულ პირებთან დაკავშირებით. ასევე აშშ–ს წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებულია საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ჯერ კანონი არ არის, მაგრამ მომავალში იქნება და ყველა პარტნიორთან გავაგრძლებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, –განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. 

სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის „ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები- ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.