მართლაც გავხართ კანტს, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ სხდომაზე მოსვლა

მართლაც გავხართ კანტს, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ სხდომაზე მოსვლა

ბატონო რომან, მართლაც გავხართ კანტს, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა, - განაცხადა უმრავლესობს ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის საპასუხოდ.

„ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, მაგრამ ერთი რამე მიკვირს, ამბობთ, რომ კანტს გავხართ, ამხელა ფილოსოფოსი თეა წულუკიანის ციტატებით რომ საუბრობთ, ეს როგორ გავიგოთ? თქვენი საკუთარი ფრაზები და ციტატები არ გაგაჩნიათ, ასევე შევარდნაძესაც კი ადარებდით თავს. მე მგონი, ქალბატონი თეას გავლენის ქვეშ ხართ, როგორც ფილოსოფოსი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ემანუელ კანტს გავს. 

„დღევანდელი გამოსვლების მერე და მას შემდეგ რაც მოვისმინე მთავრობის პროგრამა, ვიზუალურად შევხედე მთავრობას, გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ, გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს. გარეგნულად კი არა, მე და ბატონ იმანუელ კანტს გვაქვს ერთნაირი იდეები. კანტმა ბრძანა - მე მუდამ მაოცებდა ორი რამ - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ - მაღლა მოჭედილი ცა და დაბლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა“, - განაცხადა გოცირიძემ.