კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი - პლასტელინი არ უნდა აგვერჩია

კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი - პლასტელინი არ უნდა აგვერჩია

კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი. ეგეთი პრეზიდენტის ყოლას, ჯობია საერთოდ არ ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თქმით, „პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს“.

„თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული, რისი კადრების უფლებას აძლევს თავს. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პლასტელინივით იყო. ადამიანმა საკუთარ თავს პლასტელინი არ უნდა უწოდო და ნამდვილად, პლასტელინი არ უნდა აგვერჩია. ჩემი დონიდან ძალიან შორს არის პრეზიდენტი და მე მაგას არავინ გადამაწყვეტინებს, საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატის მიხედვით მივიღებ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ „TV 25“-ის ეთერში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ხედვა არ აქვს.