პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტს ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობს. 

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელსაც მამუკა ბახტაძემ წარადგენს. 

სამთავრობო პროგრამის გაცნობის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია. 

მინისტრთა კაბინეტი ნდობისთვის შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: 

პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; 

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.