კმაყოფილი ვარ მინისტრობის კანდიდატების გამოსვლებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვიქნები მათი მუშაობით, თუ ისეთი შედეგი არ დადგება, რასაც დაგვპირდნენ

კმაყოფილი ვარ მინისტრობის კანდიდატების გამოსვლებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვიქნები მათი მუშაობით, თუ ისეთი შედეგი არ დადგება, რასაც დაგვპირდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ის მინისტრობისკანდიდატების გამოსვლებით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ არ იქნება კმაყოფილი, თუ შედეგები არ იქნება. 

„სიმართლე რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ იმ გამოსვლებით, რაც მოვისმინე. რა შეკითხვებიც მქონდა, კანდიდატებს დავუსვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კმაყოფილი ვიქნები მათი მუშაობით, თუ შედეგი არ იქნება ისეთი, რაც დაგვპირდნენ და რასაც ველოდებით. როგორც ვთქვი, პარლამენტიც ასევე არის მოსახლეობის წინაშე ვალდებული შედეგებზე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ამიტომ უნდა იყოს გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი, არა იმ მიმართულებით, როგორც ჩანს ხანდახან, ბოღმა გადმოვანთხიოთ, ჯიბრში ჩავუდგეთ და ვეცადოთ გამოვიჭიროთ, არამედ გვერდში დავუდგეთ და ჩვენი ცოდნა–გამოცდილება წავახმაროთ მათ, თუ დასჭირდებათ“, - განაცხადა რევაზ არველაძემ. 

მან ასევე ისაუბრა წინა რეორგანიზაციაზეც და განაცხადა, რომ შედეგებზე ჯერ საუბარი ნაადრევია, ამავდროულად განმარტავს, რომ ახალ პრემიერ - მინისტრს ხუთის ნაცვლად 6 პრიორიტეტი უნდა წარმოედგინა და პირველი უნდა ყოფილიყო ენერგეტიკა, ვინაიდან ენერგოუზრუნველყოფის გარეშე ვერც ერთი დაპირება ვერ შესრულდება.