არაპროფესიონალიზმი და სიცრუეა ოპოზიციის განცხადება, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს

არაპროფესიონალიზმი და სიცრუეა ოპოზიციის განცხადება, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს

უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმს და დიდ სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს. 

,,ოპოზიციის განცხადება პიარისთვის დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, რომელსაც რეალურად მთავრობა ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროექტებისთვის ხარჯავს, იქნება ეს კულტურული, სპორტული, თუ მსგავსი სახის ღონისძიება, მინიმუმ არაპოფესიონალიზმია, თუ არა ძალიან დიდი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ მოსახლეობის მანიპულაციას“, - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას. 

მისი თქმით, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ტურისტთა დიდი ნაკადი ჩადის, მთავარი მიმართულებაა, ქვეყანა ტურისტულად მიმზიდველი გახადონ. “ეს არის 5 წლის განმავლობაში დახარჯული თანხა. შესაბამისად, ზუსტად ასეთ ღონისძიებებზე ხარჯავდნენ, ხარჯავენ და მომავალშიც დახარჯავენ თანხებს. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული”, - აღნიშნა კუჭავამ.