ჩემი პრემიერობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა

ჩემი პრემიერობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა

ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების“ პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რომან გოცირიძის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მამუკა ბახტაძის ჯერ „საქართველოს რკინიგზაში“ დანიშვნას, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას შეეხებოდა. 

“ჯერ რკინიგზით დავიწყოთ - მე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ წარმადგინა და დამნიშნა, როგორც ეს იყო პროცედურით გათვალისწინებული. რაც შეეხება ჩემს კომუნიკაციას მაშინდელ მთავრობასთან, არათუ პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ბიძინა ივანიშვილი მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ. რაც შეეხება ჩემს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას, ეს გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების“ პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ შეკითხვას ორიგინალური უწოდა და აღნიშნა, რომ მათზე პასუხები კონკრეტულია. „ასე რომ, მე მგონი აქ ახლა ორიგინალური პასუხების გაცემის დიაპაზონი ძალიან ნაკლებია. პასუხები არის კონკრეტული თქვენს ორიგინალურ შეკითხვებზე“, - მიმართა ბახტაძემ რომან გოცირიძეს.