პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის აზრით, ოთარ ფარცხალაძის გენპროკურორის პოსტზე წარდგენისთვის პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრსაც უნდა აეღო, თუ მისი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
კითხვით, უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ პირმა, ვინც ნასამართლევი პირი მთავარ პროკურორად დანიშნა, ბახტაძეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ მიმართა.
„ბუნებრივია, თუ ადამიანს ამის შესახებ აქვს ინფორმაცია, იმანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. იუსტიციის მინისტრს, იმ საინფორმაციო ველიდან უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რაც ჰქონდა. რაც არ იცოდა, იმაზე როგორ მიიღებდა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბახტაძემ.