ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გადაიხედება არსებული საგადასახადო ჯარიმების სისტემები და გახდება უფრო მეტად ორიენტირებული გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციაზე. მინისტრობის კანდიდატის განცხადებას, ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"საგადასახადო ტვირთი საქართველოში დაბალია, ჩვენი საგადასახადო სისტემა არის ძალიან ლმობიერი, მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. სასჯელი არ არის დარღვევის პროპორციული. როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში ჩვენ გამოვალთ საგადასახადო ჯარიმების სისტემების გადახედვის ინიციატივით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.