ჩვენი ამოცანაა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში

ჩვენი ამოცანაა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში

ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში – ეს არის სიღარიბის შემცირება, ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და რაც მთავარია – სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამი კვირის განმავლობაში მთავრობის სხდომაზე გაკეთდა ინიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის, რომელის თანახმადაც, 2013 წლის პირველ იანვრამდე ის საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 30 000-ზე მეტ კომპანიას და ამის გამო იძულებულნი გახდნენ შეეჩერებიანათ საქმიანობა, მათ ჩამოეწერაებათ სრულად.

პრემიერის თქმით, აღნიშნული დავალიანებების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა.

„ამ დავალიანების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა, როდესაც კომპანიებს არაობიექტურად და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებით დაარიცხეს აღნიშული დავალიანება, რამაც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.