"მიმდინარეობს კონსულტაციები..." - თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატურაზე

"გეტყვით იგივეს, რასაც სხვა კანდიდადტებზე, მიმდინარეობს კონსულტაციები", - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

"პრაიმთაიმის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კანდიდატი შესაძლოა თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს.

მმართველ გუნდში კონსულტაციები ამ თემაზე დაწყებულია და არაა გამორიცხული პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს.