ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან შიდა ქართლის მოსახლეობას გორის აქციაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე კოალიციის სახელით, კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სამართალდამცავების მიერ დაკავებული „ქართული ოცნების“ 4 აქტივისტი, რეალურად, პროვოკაციის მსხვერპლია და მათი მხრიდან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
მაია ფანჯიკიძე ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომელიც არჩევნების პერიოდში პარტიებს შორის ე.წ. „ქცევის წესების“ ჩამოყალიბებას გულისხმობს. კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“ ქცევის კოდექსი იმ ფორმით, როგორიც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა, მიუღებელია, თუმცა კოალიცია მზად არის მსგავსი სახის დოკუმენტის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა, თუ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები.
მაია ფანჯიკიძე გასულ კვირას აუდიტის სამსახურში გამართული შეხვედრის დეტალებსაც შეეხო