საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, ეს არის საქართველოსთვის ყველაზე უშედეგო სამიტი

საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, ეს არის საქართველოსთვის ყველაზე უშედეგო სამიტი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ბრიუსელის ნატო-ს ამჟამინდელი სამიტი არის ყველაზე არასახარბიელო და უშედეგო სამიტი საქართველოსთვის. 

„ეს არის საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, საქართველოსთვის ყველაზე არასახარბიელო და უშედეგო სამიტი, რადგან რეალური ნაბიჯი წევრობის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ, არ გადაუდგამს. ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მთავრობას უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კამპანია არ უწარმოებია“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.