სვეტიცხოვლის ტაძარში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა სრულდება

სვეტიცხოვლის ტაძარში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა სრულდება

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა სრულდება. წირვის დაწყებამდე პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს გზის მომლოცველები დალოცა. 

უწმინდესის თქმით, მათ წმინდა ნინოს გზა ლოცვით, მარხვით გამოიარეს.

„მე ვულოცავ მათ მადლის მიღებას. ეს არის დიდი მადლი“, - განაცხადა პატრიარქმა.

არქიდიაკონმა დემეტრემ ამბიონზე სათითაოდ მოიხმო წმინდა ნინოს გზის მომლოცველები, სადაც მათ სიგელები გადასცეს.

წმინდა ნინოს გზას მომლოცველები ყოველწლიურად გადიან. ტრადიციულად ფარავნის ტბიდან ფეხით მცხეთამდე მოდიან.

აღნიშნულის შემდეგ სვეტიცხოველში ლიტურგია დაიწყო.

მსახურების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.