ვაპირებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან

ვაპირებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან

სომხეთი რუსეთის ახლო მოკავშირედ რჩება და მომავალში დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებასაც გეგმავს, - ამის შესახებ ტელეარხ Euronews-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვრჩებით რუსეთის ახლო მოკავშირედ და ვაპირებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, ნატო-სთან, დასავლეთის ქვეყნებთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შეცვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა.

„ჩვენ ნატო-ს ორ მისიაში ვმონაწილეობთ - კოსოვოში და ავღანეთში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. თუმცა ჩვენ ასევე კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრები ვართ და სომხეთს უსაფრთხოების ამ სისტემაში მოვიაზრებთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.