მამუკა ბახტაძე და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მივიდნენ

მამუკა ბახტაძე და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მივიდნენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში არიან შეკრებილი. 

პარლამენტში დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ფრაქციების, კომიტეტების, უმრავლესობის და უმცირესობის ფორმატებში მოუსმენენ.

14 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. 

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ. 

მთავრობის ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.