როდესაც პრეზიდენტი ბრიუსელიდან საუბრობს, რომ კვირიკაშვილი უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა

როდესაც პრეზიდენტი ბრიუსელიდან საუბრობს, რომ კვირიკაშვილი უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა

არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 
მისი თქმით, ქართული პოლიტიკიდან კვირიკაშვილის გაქრობის გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან კითხვები არსებობს. რომან გოცირიძის შეფასებით, კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ– მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესში და კარგი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან. 

„როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ბრიუსელიდან ხმამაღლა საუბრობს, რომ კვირიკაშვილი ასე უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან და ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზე, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა. არც ის არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან. ეს მე არ ვიცი. თუმცა, ფაქტია, ადმიანი, რომელსაც მესიად ხატავდა ბიძინა ივანიშვილი, დღეს მისი დაუძინებელი მტერი გახდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.