დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა იქნება წარდგენილი.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენის და დამტკიცების გრაფიკს ბიურო დღევანდელ სხდომაზე შეათანხმებს.
როგორც ცნობილია, მინისტრების მოსმენა უნდა გაიმართოს კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში და ამის შემდეგ მთავრობა დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე წარედგინოს.
წინასწარი ინფორმაციით, მოსმენები დაიწყება ხვალ, ხოლო 14 ივლისს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე გავა.
აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო დღეს მიიღებს.