სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე არ არის

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე არ არის

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არ არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ნატო-ს სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

"ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია ნატო-ს სამიტის მხრიდან მაღალი დონის მხარდაჭერა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არ არის. ის სტატუსი, რომელიც საქართველომ მიიღო როგორც კანდიდატმა ქვეყანამ ისევ შენარჩუნებულია და პროგრესი არ ჩანს, მათ შორის არც MAP-ის მიღების კუთხით და არც სხვა მხრივ, ინტეგრაციის დაჩქარების კუთხით. ამას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს მათ შორის ერთი ის, რომ მთავრობის მხრიდან ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მაღალ დონეზე ძალისხმევას, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თემა წინ წაწეული იქნას და მეორე - ეს არის ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები, რომლებიც ხშირად გვესმოდა ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, ჩვენ არ გვინდა MAP და MAP-ის გარეშე გვინდა გაწევრიანება", - განაცხადა კაპანაძემ.

ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განუყოფელი ნაწილი MAP იქნება.