მანდატურების გამოკითხვამაც გამოავლინა ის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც არის სკოლის უსაფრთხოების მიმართულებით

მანდატურების გამოკითხვამაც გამოავლინა ის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც არის სკოლის უსაფრთხოების მიმართულებით

მანდატურების გამოკითხვამაც გამოავლინა ის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც არის სკოლის უსაფრთხოების მიმართულებით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა სერგო რატიანმა გუშინ, #51-ე სკოლის მანდატურების გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

„მორღვეულია კოორდინაცია სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებსა და მანდატურის სამსახურებს შორის. არანაირად არ ხდება ფუნქციების გადანაწილება და რამდენიმე ფუნქცია უბრალოდ ყურადღების მიღმა იყო. მაგალითად, კამერებთან არავინ იჯდა, პერიმეტრს გარკვეული მომენტისთვის არავინ აკონტროლებდა, რაც სამწუხარო ფაქტია. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად პირველი დეკემბრის შემდეგ განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ახლა დაიწყეს რაღაც მოკვლევა. ეს არის სისტემური პრობლემა, რაც სკოლის უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, მანდატურები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირები არ შეუნიშნავთ.

თავად #51-ე სკოლის მანდატურებს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.