გრესტა

გრესტა

ინგრედიენტები:

 

4 ც ბულგარული წიწაკა

200 გრ სულგუნი

1 შეკვრა ქათმის ფილე/300 გრ ძროხის ხორცი

400 გრამი სოკო (შამპინიონი)

1 ჩ/კ ტომატ პასტა

ნახევარი პაკეტი კარაქი

 

მომზადება:

 

გრესტა არის ლაზური კერძი, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: დავჭრით ბულგარულს, სოკოს (მოხარშვის შემდეგ, გაწურულს), პატარა ქვაბში ჩავდებთ კარაქს და ნელ ცეცხლზე დავადგავთ, რომ მოთბება ტაფა და ცხიმიც გალღვება, ჩავყრით დაჭრილ ბოსტნეულს... ამავდროულად ქათმის ფილეს ან ძროხის ხორცს(ორივენაირად შეიძლება, რა ინგრედიენტიც გაქვთ, ოღონდ ორივე ერთად არა, ან ერთით გააკეთეთ ან მეორეთი) საშუალო ზომის ნაჭრებათ დავჭრით, ნუ იმ ზომის რომ ქვაბში ჩაეტიოს და დავადგავთ მოსახარშად. რომ მოიხარშება ძროხის ხორცი, დავჭრით წვრილ ნაჭრებად.

 

ამავდროულად ნელ ცეცხლზე მყოფი ბოსტნეულიც მოიშუშება და ამ ბოსტნეულს დავამატებთ დაჭრილ ხორცს, ტომატს და ცოტა კარაქს.... ეს ყველაფერი ერთად მოიშუშება, ამავდროულად ვამატებთ მარილს გემოვნებით და იმ მწვანილებს რაც გესიამოვნებათ, რეჰანი აუცილებლად.. ხოლო ეს მასა რომ მომზადდება, მოვამზადებთ კეცს, ჩავდებთ კარაქს, და ნუ თითო კაცზე ვაკეთებთ თითო კეცს, ანუ წესით მომზადებული მასიდან ერთი 4 კაცის პორცია კი უნდა გამოვიდეს. ანუ ეს კეცები ინფდივიდუალურია. კარაქი რომ მოლღვება კეცზე, გადავიტანთ ამ ჩვენს მომზადებულ მასას და ზემოდან დავფარავთ მთლიანად სულგუნის თხელი ნაჭრებით. ყურადღება მიაქციეთ სულგუნი არ დააქუცმაცოთ თორემ წყლად წავა - ბრტყელი მაგრამ თხელი ნაჭრები დაალაგეთ, სულ უნდა დაიფაროს მთელი ეს ჩადებული მასა და შედის ღუმელში 10 წუთით.

 

სუფრაზე მიდის კეცებითურთ და როგორც თავა იჭმევა ძირითადად არა ჩანგლით არამედ როგორც ებრაელები ჭამენ ხუმუსს, ანუ პურის ჩაწობით....

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ციცქა, კრახუნა.