ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა. სერგი კაპანაძის თქმით, შაბათს კომისია შეხვედრას გამართავს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით რჩება პასუხგაუცემელი. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ საქმეში მეტი დამატებითი კითხვა გაჩნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო შეხვედრებს და ეს იქნება გაცილებით ვიწრო ფორმატში. ასევე შეხვედრები გვექნება სრულწლოვან თვითმხილველებთანაც. კომისიის სრულ ფორმატში შეხვედრა შაბათს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან გაიმართება. ამის შემდეგ კომისიის წევრები დეტექტივების კონკრეტული ჯგუფის უფროსს გამოვკითხავთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.