საქართველოს და უკრაინის წევრობის საკითხს 29 ქვეყანა გადაწყვეტს, არავის საქმე არაა, ჩაერიოს ამ პროცესში

საქართველოს და უკრაინის წევრობის საკითხს 29 ქვეყანა გადაწყვეტს, არავის საქმე არაა, ჩაერიოს ამ პროცესში

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ქვეყნების წევრობის საკითხს ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს. არავის საქმე არაა შეეცადოს ჩაერიოს ამ პროცესში ან რამენაირად ვეტო დაადოს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ „რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს აყალიბებდეს და წყვეტდეს, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მისმა მეზობლებმა“. 

იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ „ნატო-მ ადაპტირება უნდა მოახდინოს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც რუსეთი უზარმაზარ ინვესტიციებს დებს თანამედროვე აღჭურვილობაში და სამხედრო ძალის გამოყენება სურს თავისი მეზობლების წინააღმდეგ“.

„ჩვენ ეს საქართველოში ვიხილეთ, ჩვენ დღეს ამას უკრაინაში ვხედავთ“, - დასძინა მან.