Reuters - აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის ადგილად ჰელსინკი განიხილება

Reuters - აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის ადგილად ჰელსინკი განიხილება

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის ადგილად ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჰელსინკი ყველაზე სავარაუდო ვარიანტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ორმხრივი კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. აღსანიშნავია, რომ დღეს ვიზიტით მოსკოვს აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ეწვევა. 

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ შედგება, რომელიც 13 ივლისისთვისაა ჩანიშნული. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში არც დაადასტურეს და არც უარყვეს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის ჰელსინკში ჩატარების შესაძლებლობა. 

აღსანიშნავია, რომ აქამდე ფინეთის მთავრობამ მზაობა გამოხატა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას უმასპინძლოს.