მამუკა ბახტაძემ ბათუმში

მამუკა ბახტაძემ ბათუმში "სამეწარმეო მარკეტი" დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მეწარმეებს გაესაუბრა და ყურადღება ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გამოფენა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა; ექსპოზიციაზე პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის 20-ზე მეტი ბენეფიციარის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

პრემიერ-მინისტრთან ერთად გამოფენაზე იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი.