გია გაჩეჩილაძე:  გარემოს დაცვის მიმართულებით ომბუდსმენის ინსტიტუტი შემოდის

გია გაჩეჩილაძე: გარემოს დაცვის მიმართულებით ომბუდსმენის ინსტიტუტი შემოდის

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში გარემოს დაცვის მიმართულებით ომბუდსმენის ინსტიტუტი შემოდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, გარემოს დაცვის კუთხით მთავრობაში კონსულტაციები გაგრძელდება. 
"ომბუდსმენის ახალი ინსტიტუტი შემოვა, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებას გააძლიერებს და მერე ალბათ კიდევ გაგრძელდება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით კონსულტაციები, მაგრამ ამ ეტაპზე ასე იქნება", - განმარტა გია გაჩეჩილაძემ.