ახალი სახეები გამოჩნდება, ალბათ, თუმცა რა რაოდენობით, ვინ, კონკრეტული გვარები, ამასთან დაკავშირებით, არ გვიმსჯელია

ახალი სახეები გამოჩნდება, ალბათ, თუმცა რა რაოდენობით, ვინ, კონკრეტული გვარები, ამასთან დაკავშირებით, არ გვიმსჯელია

ახალ სახეებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვიმსჯელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, იქნებიან თუ არა თანამდებობებზე ახალი სახეები წარმოდგენილი. 

„ახალ სახეებს რაც შეეხება, გამოჩნდება, ალბათ, თუმცა რა რაოდენობით, ვინ, კონკრეტული გვარები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს იქნება. მთავარია ახლა ჩვენ სტრუქტურაზე შევთანხმდეთ. მივიღოთ შესაბამისი კანონი და რასაკვირველია, უახლოეს პერიოდში სკადრო თემაზე გვექნება საუბარი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.