მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი

მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი

სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები აღარ გაგრძელდება, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, პრემიერისადმი სრული მხარდაჭერაა. შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებზე იყო განსხვავებული მოსაზრებები და საუბარი ამიტომ გაუგრძელდათ. შედეგად, კონკრეტულ წინადადებებზე ჩამოყალიბდნენ. 

ვოლსკის თქმით, მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი, თუმცა ამ საკითხზე საუბარი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. „მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არის გარკვეული იერარქიულობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომელიც პრემიერ მინისტრის მიერ იქნება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უმრავლესობის დეპუტატს დეტალები არ დაუკონკრეტებია.