მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ სინოდის სხდომაზე უკარაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელონ

მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ სინოდის სხდომაზე უკარაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელონ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკარაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელონ. 

მეუფე ანტონი საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ მივიდა. მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

"ალბათ იქნება", - ასე უპასუხა მეუფე ანტონმა კითხვას, იქნება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკარაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა. 

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყრდრეობიდან ჩამოშორების საკითხზე მსჯელობა, ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა: "საიდან მოგაქვთ“.