ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟანტორო სატიბალდიევი დააპატიმრა, რომელსაც ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

საქმე ეხება თბოელექტროსადგურ „ბიშკეკის“ გარშემო მიმდინარე წლის იანვარში მომხდარი ავარიის შემდეგ ატეხილ სკანდალს. თბოელექტროსადგურის მოდერნიზაცია ქვეყნის ბიუჯეტს 386 მილიონი დოლარი დაუჯდა. კონტრაქტის დადებისას კორუფციული გარიგების ბრალდებით მაშინ ასევე დააკავეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საფარ ისაკოვი, ბიშკეკის ყოფილი მერი ყუბანიჩბექ ყულმატოვი და ენერგეტიკისა და მრეწველობის ყოფილი მინისტრი ოსმონბექ არტიკბაევი.