რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია “ატალოსი”, რომელსაც ფლობდა თქვენი მეგობარი კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში

რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია “ატალოსი”, რომელსაც ფლობდა თქვენი მეგობარი კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში

ჩვენი მთავრობა არ აპირებს, ფოკუსირებული იყოს იმ 9 წელზე, ჩვენ ვართ ფოკუსირებული მომავალზე, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის პასუხად განაცხადა. 

„მე ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავრობა არ აპირებს ფოკუსირებული იყოს იმ 9 წელზე. ჩვენ ვართ ფოკუსირებული მომავალზე და ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. მაგრამ, საოცარია ის, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამას ამბობს მთავრობა, რომლისთვისაც მომგებიანია იმ 9 წელზე აპელირება, ამას აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. კიდევ რკინიგზის წარუმატებლობაზე საუბრობთ. რკინიგზის მომგებიანობა-არმომგებიანობა არ არის ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი, სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც გაქვთ. და ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას - კომპანია “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო. მესმის, რომ ის 30-მილიონიანი დივიდენდი, რომელიც რკინიგზამ მიიღო ამ საქმიანობიდან, საკმაოდ მსხვილი თანხაა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე ვარ ფოკუსირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. გაქვთ კონკრეტული ხედვა, პრეტენზია, მოგწონთ, არ მოგწონთ, ეს განვიხილოთ, მაგრამ საქმეს დავარქვათ რეალური სახელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.