თეა წულუკიანს თუ აქცევთ სახედ, ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, თუმცა ძვირი დაგიჯდებათ

თეა წულუკიანს თუ აქცევთ სახედ, ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, თუმცა ძვირი დაგიჯდებათ

მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს თუ აქცევთ სახედ, ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, თუმცა ძვირი ფასი დაგიჯდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

„გუშინ კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანმა გენიალური ფრაზა თქვა: გახსოვდეთ, რომ ჩემი მთავარი მიღწევაა, რომ ყოფილი მთავრობის წევრები ვეღარ აკონტროლებენ სასამართლოსო. ამ გენიალურ პასაჟზე ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენელს მკვირცხლად მიეგო: ეგ ჩვენთანაც ეგრეაო. ყველა დიქტატურაში ყოფილი მთავრობა კი არ აკონტროლებს, მოქმედი აკონტროლებს. მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ამ ფიგურას თუ აქცევთ სახედ (დღეს ის არის „ქართული ოცნების“ სახე - ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი), ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს. თუმცა ძვირი ფასი დაგიჯდებათ, თუ გენდომებათ, რომ ის იყოს თქვენი სახე და განასახიერებდეს თქვენს დამოკიდებულებას სასამართლოს, მართლმსაჯულების, წარსულის, მომავლის და აწმყოს მიმართ“, - განაცხადა ბოკერიამ.