„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის და დაირღვა პარლამენტისთვის მიცემული ვადა, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა გახდეს ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი პრევენციისთვის, რომ მომავალში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აღარ მოხდეს ადამიანის უფლებების ისეთი მძიმე დარღვევები და უხეში ხელყოფა, როგორიც არის სიცოცხლის მოსპობა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სია წარმოდგენილი არ არის და დაირღვა პარლამენტისთვის მიცემული ვადა,’’ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.