„ბლუმბერგი“ - აშშ რამდენიმე საათში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადებს

„ბლუმბერგი“ - აშშ რამდენიმე საათში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადებს

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადოს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

მათ სააგენტოს განუცხადეს, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და გაეროში ამერიკის ელჩი ნიკი ჰეილი აპირებენ ამის შესახებ ადგილობრივი დროით, საღამოს 5 საათზე განაცხადონ.