მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსი, ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის

მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსი, ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის

მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსი, ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის, - ამის შესახებ დიდუბის მაჟრიტარმა დეპუტატმა ილია წულაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე აქამდეც არაერთხელ შეხვდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ისმენდა მათ შეხედულებებს ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით. „მიუხედავდ იმისა, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებელია, რომ ის კიდევ უფრო დაიხვეწოს. 
სრულად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მამუკა ბახტაძის პოზიციას, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსმა მიიღოს ერთიანი დოკუმენტის სახე, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას.

მჯერა, რომ ახალი პრემიერი არაერთ ისეთ რეფორმას გაატარებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს“, - წერს „ფეისბუქში“ილია წულაია.