სადაც შესაძლებელია, თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ

სადაც შესაძლებელია, თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ

სადაც შესაძლებელია, თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი შს მინისტრობის კანდიდატსა და დეპუტატ ნიკა მელიას შორის მწვავე დებატების ფონზე წარიმართა. 

„მწვავეს ვერ დავარქმევ ამ დებატებს, უფრო ზედმეტად ემოციური, ხშირ შემთხვევაში ძალზედ ანგაჟირებული, თუმცა ეს საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება. ეს თმენის ვალდებულება გვაქვს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და მხარდამჭერების მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტების მიმართ“, - განაცხადა გახარიამ.