მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი

ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის გიგა ბოკერიას შეკითხვას, დატოვებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იმ შემთხვევაში თუ ამას ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს.

მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ ერთეული პიროვნების გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებაში“ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიღება. 

„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური გუნდი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური გუნდი მიღებს ამის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ჩემთან მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„თქვენი კომენტარი ადასტურებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც საქართველოა. თქვენ პირდაპირ ვერ სცემთ კითხვას პასუხს“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ბახტაძეს.