დღეს მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი უდიდესი კომპოზიტორის – პეტრე ჩაიკოვსკის გარდაცვალებიდან ზუსტად 117 წელი შესრულდა. ჩაიკოვსკი მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა "ხუთეულის" წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად მდიდარის ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვინემ მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით.
პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში. (ახლანდელი უდმურტია) მამამისი - ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე - ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი. პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა "დონ ჟუანი". იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ.
ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, ”პათეტიკური” სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო. სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო. დღეისათვის ”პათეტიკური” ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.
ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13 ივნისიდან, 18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა "მოცარტიანა"ს გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები "Бпажен, кто улыбается" და გააკეთა ჩანაწერები.
ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ დაწერა: "ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში"