ახალმა მთავრობამ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს

ახალმა მთავრობამ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს

დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე საქართველოს ახალმა მთავრობამ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს,- ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ახალ მოხსენებაშია ნათქვამი.

„საქართველოს მთავრობამ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან დარღვევების გამოძიების ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მექანიზმის დაუყოვნებლივი შექმნა უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს ახალმა მთავრობამ ასევე უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ ქვეყანაში სისხლის სამართლის სისტემაში სანდოობის დეფიციტი შემცირდეს. ამგვარმა ზომებმა უნდა გააძლიერონ არსებული სისხლის სამართლის სისტემაში მომუშავე ყველა გამომძიებლის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ინტეგრირებულობა და მათ ეფექტური გამოძიებისათვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარონ.

დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე საქართველოს ახალმა მთავრობამ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს. მოკლულთა ოჯახებს და მათ ადვოკატებს მიმდინარე გამოძიების შესახებ დროული და მნიშვნელობანი სიახლეები უნდა მიეწოდოს, ხოლო გამოძიების შედეგი საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს“, - ნათქვამია Amnesty International-ის მოხსენებაში.