პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. 

დეპუტატების განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ იქნება. მმართველ უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში არსებული შემადგენლობით იქნება წარდგენილი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, მას შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები მოჰყვება. 

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ჯერ არ შესულა.