ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრის პორტფელს თეა წულუკიანის მაგივრად სხვას ჩააბარებენ

ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრის პორტფელს თეა წულუკიანის მაგივრად სხვას ჩააბარებენ

ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრის პორტფელს თეა წულუკიანის მაგივრად სხვას ჩააბარებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის მიმართ საზოგადოებაში არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება. 

"ეს უარყოფითი განწყობა დიდწილად ობიექტურია. ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან იქნება გონივრული ნაბიჯი, თუ იუსტიციის მინისტრის პორტფელს სხვას ჩააბარებენ",- განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, მთავრობის შემადგენლობას, პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დაასახელებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.