ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ სამთავრობო პროგრამას შესთავაზებს მამუკა ბახტაძე პარლამენტს ნდობის მისაღებად

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ სამთავრობო პროგრამას შესთავაზებს მამუკა ბახტაძე პარლამენტს ნდობის მისაღებად

აუცილებელია პოლიტიკის ცვლილება, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით, პერსონალურ ცვლილებებსაც ამ მიმართულებით ველით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

ჟორჟოლიანი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასა და კონკრეტულ პერსონალიებზე საუბარი არ ყოფილა. 

ჟორჟოლიანის თქმით, უმრავლესობა ელის თუ ვის შეარჩევს მინისტრობის პოსტებზე მამუკა ბახტაძე.

„ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ სამთავრობო პროგრამას შესთავაზებს ბახტაძე პარლამენტს ნდობის მისაღებად. ყველა შემთხვევაში ვაპირებთ სერიოზული მსჯელობის გამართვას. ეს არ იქნება ისე, რომ „ჩვენი მეგობარია და რა კარგი ბიჭია“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.