ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ქმნის ჩარჩოს და სივრცეს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და უსაფრთხოებაში დაგვეხმარება

ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ქმნის ჩარჩოს და სივრცეს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და უსაფრთხოებაში დაგვეხმარება

ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი საქართველოს მომავალი მოქმედებებისთვის ქმნის ჩარჩოს და სივრცეს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და უსაფრთხოებაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„აღნიშნული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი. ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს და სივრცეს საქართველოს მომავალი მოქმედებებისთვის, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და უსაფრთხოებაში დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, რეზოლუცია პოზიტიური და კარგი დოკუმენტია და მივესალმებით ამ ნაბიჯს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროპარლამენტმა დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.