კახა კალაძე: ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი

კახა კალაძე: ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული. 

"დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახებული და გადაწყვეტილება 17.00 საათზე გახდება ცნობილი",- განაცხადა კალაძემ. 

პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. 

დასმული კითხვის პასუხად კახა კალაძემ განაცხადა, "გუნდში არის მსჯელობა, არის კანდიდატურები".