მამუკა ბახტაძე პასუხისმგებელია იმ ეკონომიკურ ჩავარდნაზე,რაც ქვეყანაშია

მამუკა ბახტაძე პასუხისმგებელია იმ ეკონომიკურ ჩავარდნაზე,რაც ქვეყანაშია

ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დასაწყებად საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები. ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის მუშაობის პერიოდთან კი ბევრი კითხვა არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრად ბახტაძის შესაძლო დანიშვნასა და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. 

სერგო რატიანის განცხადებით, ,,ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მნიშვნელობა არ აქვს ფიგურებს“. 

„რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, ის მანამდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორი და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რკინიგზის ტვირთბრუნვა ორჯერ შემცირდა, ხოლო ფინანსთა მინისტრობის დროს სრულად არის პასუხისმგებელი იმ ეკონომიკურ ჩავარდნაზე, რაც დღეს ქვეყანაშია’’, - განაცხადა სერგო რატიანმა.