გია ვოლსკი:  პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი

გია ვოლსკი: პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი

პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი - ველოდი მთავრობის მოხსენებას, ანგარიშს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრ პოზიტივთან ერთად, იყო კრიტიკაც, თუმცა “დღევანდელ სწრაფ გადაწყვეტილებას“ არ ელოდა. ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერი-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება. 

“გუშინ სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება პირადი შეხედულებით მიიღო. გუშინ იყო განხილვა როგორც პოზიტივების, ასევე ნეგატივების თაობაზე, რაზეც საკმაოდ ღიად ვილაპარაკეთ. ვთქვით, რომ არის ბევრი პოზიტივი, მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენები“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. 

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.