ბინძური ბრალდებები ჩემს მიმართ მიზნად ისახავდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე

ბინძური ბრალდებები ჩემს მიმართ მიზნად ისახავდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე

ბინძური ბრალდებები ჩემს მიმართ მიზნად ისახავდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს.

შოთაძის თქმით, მან ყველაფერი გაააკეთა, რათა ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. 

„მჯერა, ამ ნაბიჯით [გადადგომით] მაინც დარწმუნდებით, რომ ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა. რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება“, - ნათქვამია შოთაძის მიმართვაში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებისადმი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.