"აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით - არასდროს ვჩერდებით დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს გულშემატკივარს და თამაში გამარჯვებით დავასრულოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი თბილისში, "დინამო არენაზე", ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

"აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით. ყოველთვის გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და შინაგანი ძალის. არასდროს ვჩერდებით დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს გულშემატკივარს და თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. ეს ვერ მოვახერხეთ თურქეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ იგივე შემართებით ვითამაშებთ, ერთიანობით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ", - აცხადებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი.

მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.