რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დემარშის შემთხვევაში, ჟურნალისტი შესაძლოა, მართლა მოეკლათ

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დემარშის შემთხვევაში, ჟურნალისტი შესაძლოა, მართლა მოეკლათ

რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მონაწილეობით უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ემსახურებოდა ევროპისა და რუსეთის რეაქციის შემოწმებას მკვლელობაზე და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დემარშის შემთხვევაში, ჟურნალისტი შეეძლოთ, რეალურად მოეკლათ. 

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა. „ეს იყო რეაქციის შემოწმება როგორც ევროპელი საზოგადოების, ისე რუსეთის. თუკი დასავლეთი დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ დემარშს, რომ ეს რუსეთმა გააკეთა, მას მართლაც მოკლავდნენ“, - აღნიშნა ვოდოლაცკიმ. 

კომენტარი გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ჟურნალისტთან დაკავშირებულ ამ ფაქტს ცინიზმი და რუსოფობიური გამოვლინება უწოდეს. მისივე თქმით, უკრაინა საშიშ ადგილად იქცა ჟურნალისტებისთვის.